|
2015-04-22 10:53:41, 510 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ნაგავშემკრები მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
დედაქალაქის მერია ნაგავშემკრები მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით ეს მნიშვნელოვანია იმისვის, რომ ქალაქი უფრო მოწესრიგებული იყოს. „საკმარისია ის ტექნიკა რაც გვაქვს, თუმცა აუცილებელია, თანამედროვე და განახლებული ტექნიკა გვყავდეს. ამ თვალსაზრისით მერიამ ბევრი რამ გააკეთა, ფაქტიურად ქალაქი დასუფთავებულია, მოწესრიგებულია და უფრო მეტად დალაგებულია. ნარჩენები პრაქტიკულად ქალაქში აღარ არის, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ დამსახურებაა. შეძენელია ნარჩენების განთავსების კონტეინერები, თუმცა, არასაკმარისია და საჭიროა დამატებითი ტექნიკის შეძენა იმისთვის, რომ ქალაქი ეფექტიანი გახდეს და ნარჩენებისგან გათავისუფლდეს. მერია ამ მიმართულებით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს“, – აღნიშნა ნარმანიამ. მისივე ინფორმაციით, ინტერესთან გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, ან იურიდიულ პირთა გაერთიანებას, რომლებიც შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძროაბის“ წევრი სევდია უგრეხელიძეც ესწრება.
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)