|
2017-07-07 13:09:51, 1764 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე გერმანიის დელეგაციის წევრებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, პიტერ ბლესერს და ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სამაცივრე მეურნეობის მწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანიების, ასევე აგრარული საგანმანათლებლო სტრუქტურების წარმომადგენლები შედიოდნენ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა და გერმანულ მხარეს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხდა. კერესელიძემ ხაზი გაუსვა აგრარულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებისა და ტექნიკური თვალსაზრისით გაწეული დახმარების საკითხებზე ისაუბრა. „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოში დაინერგა ღვინის ხარისხის ლაბორატორიული კვლევა, ხორციელდება ვენახების კადასტრის პროგრამა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის დანერგვა, რაც დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენს“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ. ნოდარ კერესელიძემ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ქართული კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო აგროგამოფენებში, მათ შორის, ბერლინში გამართულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაში „მწვანე კვირეული” (Gruene Woche). მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც პიტერ ბლესერმა განაცხადა, საქართველოში აგრარულ დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ამ მიმართულებით ქვეყანებს შორის თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში, სურსათის და ღვინის ეროვნული სააგენტოებში გაიმართა. (NS)
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)