05:25 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 21:23:56, 2217 ნახვა

საზოგადოება
ავთანდილ ხურციძის წერილი ციხიდან - „ამდენ მკვლელებში და ნარკომნებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ“

ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის მეგობარი მერაბ დვალიშვილი, ავთანდილ ხურციძის ციხიდან მიწერილ ელექტრონულ წერილს ასაჯაროებს. წერილი დვალიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 

ხურციძემ აღნიშნულ წერილში ყველა გულშემათკივარსა და მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა და დვალიშვილს წერილის გასაჯაროების უფლება მისცა. 

„მადლობა თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. მე ბედნიერი ვარ ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემს მიმართ. არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ავოიე, ქუთაისი ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით. 100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე ბოქსზე, ჰა ჰა ჰა. ძალიან ბედნიერი ვარ აქ, ამდენ მკვლელებში და ნარკომნებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ, ჰა ჰა ჰა, გამოვეცხადე ანჩისხატივით, ჰა ჰა ჰა, აბა მშვიდობით“, - წერს ხურციძე. 

ცნობისთვის, წერილი ავთანდილ ხურციძემ ნიუ იორკში მცხოვრებ მეგობარს ცოტა ხნის წინ გამოუგზავნა სპეციალური ელექტრონული სისტემით CorrLinks, რომელიც პატიმრებს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას ოფიციალურად აძლევს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics