2017-07-02 23:10:26, 2170 ნახვა
საზოგადოება
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია იწვოდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. 2500 კვ/მ-მდე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან