|
2017-06-29 11:18:01, 1821 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაღდათის რაიონში „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“ შექმნილი ახალი საწარმო დაათვალიერა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, იმერეთის გუბერნატორის მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან მამუკა კვარაცხელიასთან ერთად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „აგროლეინი“ დაათვალიერა. მინისტრი ასევე, კომპანიის კუთვნილ 6 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის ბაღში მოსავლის კრეფის პროცესს დაესწრო. ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „აგროლეინი“ იმ წარმატებულ საწარმოთა სიაშია, რომლებმაც სახელმწიფოს ხელშეწყობით საერთაშორისო სტანდარტის საწარმოები შექმნეს. კომპანიაში „აგროლეინი“ ლურჯი მოცვის და ჟოლოს გადამუშავება ხორციელდება. კომპანია წლიურად 12 ტონა გაყინულ ჟოლოს და 56 ტონა გაყინულ მოცვს აწარმოებს. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე. საწარმო, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული 2016 წელს აშენდა. რაც შეეხება კომპანიის კუთვნილ მოცვის ბაღებს, წელს 1 ჰექტარზე 10 ტონა მოსავალს ელოდებიან. სეზონურად კომპანია ბაღებში 100-მდე ადგილობრივს ასაქმებს. „სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით აგრარულ დარგში მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები მივიღეთ და კომპანია „აგროლეინი“ ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბაზრების დივერსიფიკაციისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები. ჩვენი სამინისტროს ხელშეწყობით, „აგროლეინის“ პროდუქცია დუბაიში აგროგამოფენაზე „გალფუდი 2017" იყო წარმოდგენილი. გამოფენა „Gulfood” საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის უდიდეს ცენტრს წარმოადგენს, სადაც სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილმა საწარმოებმა ქართული აგროსასურსათო პროდუქცია წელს პირველად წარადგინეს. ასეთი მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობა ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას უწყობს ხელს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ „აგროლეინის“ პროდუქციის ექსპორტი სპარსეთის ყურის ქვეყნებში წარმატებით ხორციელდება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. კომპანია „აგროლეინი“ „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 455,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 182,000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 227,500 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიამ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 მიიღო. ISO:22000 სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 12,000 აშშ დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 3,600 დოლარი ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 6,000 აშშ დოლარის დაფინანსება USAID/REAP მოახდინა, ხოლო დარჩენილი, 2,400 აშშ დოლარის გადახდა ბენეფიციარმა თავად უზრუნველყო. (NS)
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)