21:58 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 18:21:29, 2239 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლის ბილეთის ფასის კორექტირებაზე განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ პირველი ივლისიდან, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლის ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის ბილეთის ფასის კორექტირებაზე განცხადებას ავრცელებს.

 „საქართველოს რკინიგზა 1 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულების მატარებლის ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის ბილეთის ფასის კორექტირებას ახდენს. ამასთანავე, გვსურს გამოვეხმაუროთ მცდარ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ბილეთების ფასის ცვლილება შეეხო მეორე კლასის ბილეთებს. მეორე კლასით მგზავრობის ფასი უცვლელია. ისევე, როგორც წინა სეზონში ფასი იქნება 24 ლარი, არასეზონური ფასი კი 18 ლარი.  საქართველოში სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანა არის დოტაციური და ხორციელდება თანხების სუბსიდირება. გაუმართლებელია სუბსიდირების განხორციელება ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის მგზავრობის, რომელიც მოიცავს დამატებითი სერვისებით სარგებლობას. მატარებელში არის 400 ადგილი აქედან პირველი კლასის ადგილს შეადგენს მგზავრთა 10% და ბიზნეს კლასით მოსარგებლეები 2%-ია. მგზავრთა 88% იმგზავრებს წინა წლებში დადგენილი ტარიფით. საქართველოს რკინიგზა გისურვებთ, ბედნიერ მგზავრობას“, - ნათქვამაი „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics