|
2017-06-22 16:50:52, 1670 ნახვა
საზოგადოება
ჰოლანდიელი იმპორტიორების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იზრდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ქართული ღვინის ჰოლანდიაში პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, საქართველოს ჰოლანდიური კომპანია „Saperavi Wine Agency“-ის დირექტორის ბერნარდ ნაუტას (Bernard Nauta) ხელმძღვანელობით, ჰოლანდიელი იმპორტიორები და ჟურნალისტები ეწვივნენ. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჰოლანდიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია. „სწორედ ამის გათვალისწინებით, წლის დასაწყისში ხელშეკრულება გავაფორმეთ ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency“, რომელიც ახორციელებს ქართული ღვინის იმპორტს ჰოლანდიაში და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, მთელი წლის მანძილზე ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ ამ ტურის ფარგლებში რამდენიმე კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რაც არის საფუძველი, რომ მომავალში ქართული ღვინის ექსპორტი ჰოლანდიაში გაიზრდება“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ. ჰოლანდიელმა სტუმრებმა ტურის ფარგლებში ქართული ღვინის კომპანიები ქართლსა და კახეთში მოინახულეს და ადგილზე დააგემოვნეს შემდეგი კომპანიების პროდუქცია: „თბილღვინო“, „გოცას ღვინოები“, „ხოხბის ცრემლები“, „თელავის ღვინის მარანი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ფაფრის ველი“, „კონჭო და კომპანია“. ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ჯგუფის რამდენიმე წევრმა ვიზიტის გახანგრძლივება გადაწყვიტა და ისინი ასევე ეწვევიან კომპანიებს „ძმების მარანი“ და „ბოლნური“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)