|
2017-06-21 18:18:30, 1758 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შიდა ქართლის რეგიონალური ფორუმი გაიმართა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ხაშურში, შიდა ქართლის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგიონალურ ფორუმზე იმსჯელეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე დაესწრო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრა და პროგრამებში კოოპერატივების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „რეგიონალური ფორუმების, როგორც არაფორმალური პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს და დაეხმაროს საქართველოში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მათ წინაშე არსებული პრობლემების გასაჯაროებასა და მათ გადასაჭრელად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში“ - აღნიშნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ზაქაიძემ. ფორუმის მსვლელობისას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა განხილვებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. რეგიონალური ფორუმების გამართვა დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონში, რომელიც ორგანიზებულია ENPARD - ის პროგრამის მიერ დაფინანსებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც კომპანია EVOLUXER ახორცილებს. დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულია 96 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მათ შორის გორში - 47, ქარელში - 10, ხაშურში - 27, კასპში - 12. მათი ძირითადი საქმიანობა მეფუტკრეობას, მემარცვლეობას, მეხილეობას და მებოსტნეობას მოიცავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)