|
2017-06-21 17:14:58, 1868 ნახვა
საზოგადოება
ბოტკოველი: მამა გიორგის ოჯახი დარწმუნდება, რომ მათ მიმართ ტენდენციურად განწყობილი არავინ არ არის
შეხვედრის შემდეგ მამა გიორგის ოჯახი დარწმუნდება, რომ მათ მიმართ ტენდენციურად განწყობილი არავინ არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. როგორც ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პატრიარქმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მამა გიორგის დაპატიმრება მოულოდნელი იყო როგორც მისთვის, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის. „ამ შეხვედრის შემდეგ მამა გიორგის ოჯახი დარწმუნდება, რომ მათ მიმართ ტენდენციურად განწყობილი არავინ არ არის. ყველა ველოდებით სიმართლის დადგენას, არანაირი ბარიერები უწმინდესთან არ არსებობს. ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ კორექტულობა, უნდა მიხვდნენ ისინი, რომ იმყოფებიან საპატრიარქოში და ულტიმატუმის ენაზე არ უნდა ესაუბრებოდნენ საპატრიარქოს, მით უმეტეს მის უწმინდესობას“, - განაცხადა ბოტკოველმა. როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დარწმუნდნენ, რომ პატრიარქი საქმის დეტალებს იცნობს. „ისინი თვითონ დარწმუნდნენ, რომ პატრიარქი ძალიან კარგად ერკვევა დეტალებშიც, ნიუანსებიც კი იცის. ოღონდ ვიცით იმდენი, რამდენიც იცის საზოგადოებამ. ჩვენ სხვა შემხებლობა და სხვა ინფორმაციები არსაიდან არ მოგვდის. აქედან გამომდინარე მისმა უწმინდესობამ სამართლიანად ბრძანა, რომ ჩვენ ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიების შედეგი რაც იქნება, ის უნდა იყოს მისაღები“, - განაცხადა ბოტკოველმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)