|
2017-06-21 16:57:06, 1751 ნახვა
საზოგადოება
ბოტკოველი: თუ აუცილებლობა იქნება, პატრიარქისა და მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის სრულ ქრონომეტრაჟს გამოვაქვეყნებთ
საქართველოს პატრიარქის მდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქო მზად არის, უწმინდესის და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის სრული ჩანაწერი გამოაქვეყნოს. როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დარწმუნდნენ, რომ პატრიარქი საქმის დეტალებს იცნობს. რაც შეეხება დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებას, რომ ოჯახის წევრებს პატრიარქთან საუბარში ხელს უშლიდნენ, ილია მეორის მდივნის თქმით, საზოგადოება უნდა შეეგუოს იმას, რომ ერთი და იგივე ფაქტის მომსწრე ორი ადამიანი ყოველთვის სხვადასხვაგვარად გამოიტანს ინფორმაციას. „ეს იყო მამამდავით ჭინჭარაულის იქ გამოჩენის მიზეზი. მისთვის საუბარი არ შემიწყვეტინებია. შეხვედრას ესწრებოდა კათოლიკოს-პატრიარქის ქორესპისკოპოსი მეუფე იაკობი, რომელსაც საერთოდ არაფერი უთქვამს. მამალაძე მასაც ახსენებდა, თითქოს ერეოდა საუბარში. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ერთი და იგივე ფაქტის მომსწრე ორი ადამიანი ყოველთვის სხვადასხვაგვარად გამოიტანს ინფორმაციას. ეს მათი ინტერპრეტაციებია, რასაც მამა გიორგის ძმა საუბრობს. ეს მისი ხედვა და მისი ინტერპრეტაციებია. ამიტომაც ხდებოდა საუბრის ჩაწერა. თუ ამის აუცილებლობა იქნება, ჩვენ ამ შეხვედრის სრულ ქრონომეტრაჟს გამოვაქვეყნებთ და თავად დარწმუნდებით, როგორ კარგად ერკვევა მისი უწმინდესობა სიტუაციაში“, - დასძინა ბოტკოველმა. რაც შეეხება მამა გიორგის ზიარების საკითხს, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ ეს მღვდელმთავრების გადასაწყვეტია. „ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და ვისწავლოთ საეკლესიო წესები. ადამიანს, როდესაც აქვს წაყენებული მძიმე ბრალი, მისი ზიარება არ შეიძლება, ვიდრე არ დადგინდება მიუძღვის თუ არა ამ ადამიანს, ბრალეულობა. როგორ შეიძლება ჩვენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს სიგარეტის მოწევაზე და სხვა უმნიშვნელო საკითხებზე ეპიდემიას ვადებთ, საეკლესიო სასჯელებს ვუცხადებთ, ადამიანს წაყენებული აქვს ბრალი და ითხოვს ზაირებას. უნდა დადგინდეს რაშია საქმე და ამის შემდეგ გადაწყდება ზიარების საკითხი. სასულიერო პირებმა გუშინწინ მოინახულეს მამა გიორგი და მომავალ ორ სამ დღეში მას მოინახულებს აპირებენ კახაბერ გოგოტიშვილი და მამა დავით ჭინჭარაული“, - აღნიშნა ბოტკოველმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)