|
2017-06-21 14:35:25, 823 ნახვა
სამხედრო
ტრენინგი „ფინანსური განათლება“ ჯარში დაიწყო
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ტრენერების ტრენინგი „ფინანსური განათლება ჯარში“ დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის მიზანს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფინანსური განათლების კუთხით ცნობიერების ამაღლება და ფინანსურ ვალდებულებებთან, ფინანსების გონივრულად მართვასთან დაკავშირებით, საჭირო უნარების განვითარება წარმოადგენს. ტრენინგის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეები ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის სწორ ფორმებს შეისწავლიან. ტრენინგის პირველი ეტაპი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში იმართება. კურსი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ გახსნა, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარტნიორებს თავდაცვის სამინისტროს სახელით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ და საქართველოში გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის რეგიონულმა დირექტორმა, ანია დაინცერმა მიმართეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და აღნიშნულ პროექტში მათი ორგანიზაციების ჩართულობასა და როლზე ისაუბრეს. ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, დანიელ ჰაასი დაესწრო, რომელმაც ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო კავშირზე ისაუბრა. გამომსვლელებმა პროექტის განხორციელების პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნეს. ღონისძიებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე,ვ იცე-პოლკოვნიკი ფრანც იოსებ ნოლტე იმყოფებოდნენ. ტრენინგში მონაწილეობას 85 სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს. მსმენელები ოთხ ჯგუფად განაწილდებიან და სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან ინფორმაციებს პროფესიონალი ტრენერებისგან მიიღებენ. მონაწილეებს შორის შეიარაღებული ძალების ის წარმომადგენლები არიან შერჩეულები, რომლებსაც მოგვიანებით, კოლეგებისთვის ტრენინგების ჩატარებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ. პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ დაფინანსებით განხორციელდა. ტრენინგს ეროვნული ბანკისა და გერმანული მხარის მიერ შერჩეული კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰყავდეს განათლებული, ინტელექტუალურად განვითარებული, მოაზროვნე ჯარისკაცი. უწყების ხელმძღვანელობა სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული დონის ამაღლებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების გაზრდაზე რეგულარულად ზრუნავს.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)