|
2017-06-19 14:11:18, 1661 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ის სტუდენტები აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას გაეცნენ
აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმიანობის სპეციფიკისა და არა სააღსრულებო სერვისების შესახებ პრეზენტაციით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური შემთხვევები. სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტანტაცია. პროექტის მიზანია სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა. ტრენინგს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: სოფიო ქურთაული, ეკა მარხვაშვილი, ნინო ღამბაშიძე უძღვებოდნენ. აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში იმართება შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან: სტუდენტები, ადვოკატები, ფინანსური სექტორის, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრების მიზანს წარმოადგენს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ურთიერთობების განმტკიცება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)