|
2017-06-18 11:46:48, 1842 ნახვა
საზოგადოება
ბერა: ჩემი 61 წლის მამა აქტიურად ვარჯიშობს და ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება
„ჩემი 61 წლის მამა აქტიურად ვარჯოშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრად შეედრება“,-ამის შესახებ ყოფილი პრემიერ მინისტრის შვილი, რეპერი ბერა ივანიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. ბერა ივანიშვილის თქმით, დილის 6 საათიდან პასუხობს ზარებს და უწევს „მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა“. „დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან...“,-წერს ბერა. ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილმა პრემიერმა ინსულტი მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)