|
2017-06-18 10:47:00, 1805 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები მომდევნო დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება
საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, შესაძლებელია სეტყვა, ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, 19 ივნისის +31 გრადუსი სითბო და ხანომკლე წვიმაა მოსალოდნელი, ასევე შესაძლებელია სეტყვაც, 20 ივნისს +30 გრადუსი სითბო და ხანომკლე წვიმას პროგნოზირებენ, 21 ივნისს +28 გრადუსი სითბო და ზოგან ხანომკლე წვიმაა მოსალოდნელი. დედაქალაქ თბილისში დღეს +19 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.19 ივნისს ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, 20-21 ივნისს +28 გრადუსი სითბო და ხანომკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს +31 გრადუსი სითბო იქნება, 19 ივნისს ზოგან ხანომკლე წვიმას ვარაუდობენ, ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, 20 ივნისს +26 გრადუსი და უმეტეს რაიონებში ხანომკლე წვიმაა ნავარაუდევი, 21 ივნისს ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ზოგან ხანომკლე წვიმას ელოდებიან. მთიან და მაღალმთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)