|
2017-06-16 14:06:03, 1573 ნახვა
საზოგადოება
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროების პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც პირველ ეტაპზე, კერძოდ, ბიზნესიდეების რეგისტრაციის პერიოდში, ჯამში 20 000-ზე მეტი შემოსული ონლაინ განაცხადი მოწმობს. ამჟამად, საქართველოს რეგიონების მასშტაბით მიმდინარეობს შემოსული განაცხადების გადარჩევა პროგრამის კომისიის მიერ, რომლის შედეგებსაც 2017 წლის 25 ივნისისთვის, თავად კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეატყობინებენ განმცხადებლებს. შემდგომ ეტაპამდე კი გამარჯვებული ბიზნესიდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ზოგადი ტრენინგი მეწარმეობისა და კერძოდ ბიზნესგეგმის წერის შესახებ. სწორედ აღნიშნული პროცესის ადგილზე მოსანახულებლად, 14 ივნისს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი, ოთარ ანთია რეგიონებში, კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ განაცხადების გადარჩევის სამუშაო პროცესს დაესწრო, ადგილზე გაეცნო შემოსული განაცხადების სტატისტიკას და მოინახულა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები. შენიშვნა: (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)