11:22 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 16:03:26, 1812 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ დაღუპული მეხანძრე-მაშველის ხსოვნას პატივი მიაგო

შს მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.

მინისტრის მოადგილემ სოფელ აღაიანში გმირი მაშველის მემორიალი და საფლავი გვირგვინით შეამკო.

ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და ზურაბ მუზაშვილის მამა ესწრებოდნენ.

ზურაბ მუზაშვილმა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს 8 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა. გმირი მეხანძრე-მაშველი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით - „სამოქალაქო თავდადებისთვის“. სახელმწიფო ჯილდო დაღუპული მაშველის მამას გადაეცა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან
შსს: ჩინეთის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას ვუმასპინძლეთ
კობახიძე: ყირგიზეთს მეგობარ სახელმწიფოდ განვიხილავთ, ეს ვიზიტი ისტორიულია
უკრაინა რამშტაინში დამატებით 20 მილიარდ დოლარს მოითხოვს, რათა რუსეთი „კიდევ უფრო მეტად დაიწვას“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics