|
2017-06-12 09:37:25, 1818 ნახვა
საზოგადოება
მერია: დედაქალაქის მასშტაბით გარე განათება სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით ირთვება
თბილისის მერია მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას" წევრების მხარდამჭერ აქციაზე, რომელზეც ასევე სხვა გზავნილებიც იყო გაჟღერებული, გარე განათების გამორთვის ფაქტს ეხმაურება. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, შპს “თბილსერვის ჯგუფის” მიერ, მთელი ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ჩართვა ყოველდღიურად მართვისა და კონტროლის მოწყობილობის მეშვეობით ხორციელდება. „არსებობს სპეციალურად შედგენილი პროგრამა, რომელიც წელიწადის სხვადასხვა სეზონზე გარე განათების ჩართვის განსხვავებულ დროს გულისხმობს. შესაბამისად, ზაფხულის დადგომასთან ერთად შეიცვალა აღნიშნული დრო და გარე განათება ყოველდღიურად, 20:45 საათზე პროგრამულად ირთვება“,-აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ,შაბათს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციაზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები ჰქონდათ გამოტანილი, მათ შორის: „ჩვენ მოვიგებთ ომს“, „გაბედე დეკრიმინალიზაცია“, „სამწუთიანი კლიპისთვის 20 წელი“ და სხვა. Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)