|
2017-06-11 15:30:47, 1788 ნახვა
საზოგადოება
10-11 ივნისის ღამეს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად კახეთში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა
სსსტც „დელტას“ სეტყვისსაწინააღმდეგო სისტემამ 10-11 ივნისს კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასებზე აქტიური ზემოქმედება მოახდინა. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ინფორმაციით, 4128 კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასების გასანეიტრალებლად 500 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი. აღსანიშნავია, რომ ამ რაოდენობის რაკეტები ერთ ჯერზე სისტემის არსებობის განმავლობაში პირველად იქნა გახარჯული. ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო დამუშავება მუდმივი შეზღუდვების პირობებში ხორციელდებოდა. რეგიონში ფრონტალური ტიპის ღრუბლის მასების შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 10 ივნისის დღის პირველი ნახევრიდან დაიწყო, ღრუბლებმა პირველ ეტაპზე საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის და ყვარლის რაიონები მოიცვა. ღამის საათებში კი ატმოსფერული პროცესები კახეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა, რასაც დაემატა ადგილობრივი შიდამასიური ღრუბლების წარმოქმნაც. რეგიონში შემოსულმა ღრუბელმა თან შემოიტანა ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები, რომელთა მოსალოდნელი ზომა მიწაზე ჩამოცლისას 30 დან 48 მმ-მდე მერყეობდა, სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80-100 % შეადგინა. 10 ივნისის 15:26 საათიდან 11 ივნისის 04:35 საათამდე სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ 500-მდე რაკეტა გაისროლა, დამუშავების პროცეში ჩართული იყო თითქმის ყველა სარაკეტო დანადგარი. აქტიური ზემოქმედების შედეგად კახეთის რეგიონის თავზე განვითარებული უმძლავრესი ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა, ნალექის დიდი ნაწილი რვავე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა. კახეთის რეგიონში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემით დაცული 600 ათასი ჰექტრიდან სეტყვის მოსვლა დიდ ფართობებზე გაშლილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული და ძირითადად საგარეჯო-გურჯანიის რაიონებში სროლისთვის აკრძალული ზონების თავზე, დასახლებულ პუნქტებში ჩამოიცალა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)