|
2017-06-10 19:30:40, 1907 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. აქციაზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ გამოტანილი, მათ შორის: „ჩვენ მოვიგებთ ომს“, „გაბედე დეკრიმინალიზაცია“, „სამწუთიანი კლიპისთვის 20 წელი“ და სხვა. მსვლელობა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ცნობისთვის, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)