|
2017-06-10 13:51:50, 1850 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ 145 წარმატებული მაგისტრანტი დააჯილდოვა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „წარმატებული სტუდენტების წახალისების“ პროგრამის ფარგლებში, წარჩინებულ მაგისტრანტები დააჯილდოვა. მერიის ინფორმაციით, სტიპენდია 145 წარმატებულ სტუდენტს გადაეცა. მაგისტრანტებს ჯილდოები გადასცეს ასევე თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და საკრებულოს დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა. პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება და განათლების ხელშეწყობა. სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულისა (A კატეგორია -ფრიადი). „დღეს ჩვენ ღირსეული და წარმატებული სტუდენტები დავაჯილდოვეთ იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც თბილისის მერია განათლების ხელშეწყობის კუთხით აფინანსებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს წარჩინებული მაგისტრანტების რაოდენობა გაიზარდა, რაც ძალიან გვახარებს , რადგან ეს არის ჩვენი სამომავლო სწორი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 2015-2016 წლებში სტიპენდია მოიპოვა 224-მა წარჩინებულმა მაგისტრანტმა. პროგრამა სემესტრულია და თითოეული სტიპენდიანტი 450 ლარს იღებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)