|
2017-06-10 00:06:35, 1725 ნახვა
საზოგადოება
ვაკეში თვითმკვლელობის მცდელობა აღკვეთეს
მაშველებმა ვაკეში, კომპანია „აქსისის“ მშენებარე კორპუსზე თოკით ჩამოკიდებული მამაკაცი ჩამოხსნეს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიამ „აქსისი“ განცხადება გაავრცელა. „ინციდენტი მოხდა დღეს საღამოს „აქსისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე. გარეშე პირი, რომელიც ცდილობდა დაცულ ტერიტორიაზე შესვლას, მას შემდეგ, რაც ფიზიკურად დაუპირისპირდა დაცვის წარმომადგენელს, დაუსხლტა მას და მაღალსართულიანი მშენებლობის ზედა ნაწილისკენ გაიქცა. თვითმხილველთა თქმით, გარეშე პირი იმყოფებოდა ძლიერი თრობის ქვეშ. ტერიტორიის დაცვის სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა მოქალაქის მაღალი სართულის მოაჯირიდან დაშორიშორება და ჩამოყვანა. საპატრულო პოლიციის მიერ იგი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. მიმდინარეობს ინციდენტის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კომპანია „აქსისი“ თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია, კერძოდ, რომ „აქსისის“ მშენებარე ობიექტიდან კომპანიის მუშა ცდილობდა გადმოხტომას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი არასდროს ყოფილა „აქსისის“ არც პირდაპირ დაქირავებული სპეციალისტი და არც ქვეკონტრაქტორი კომპანიების თანამშრომელი. „აქსისი“ სინანულს გამოთქვამს არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო და იმედს იტოვებს, რომ წინამდებარე განცხადების გავრცელებისთანავე, მედია მკითხველს, მსმენელს თუ მაყურებელს რეალურ ინფორმაციას მიაწვდის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)