08:56 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 20:44:24, 2134 ნახვა

საზოგადოება
ვაკის პარკში „ბირჟა მაფიას“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების გამო, ვაკის პარკში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციას შეუერთდა „თეტრი ხმაურის მოძრაობაც“ მონაწილეობს. მოძრაობა საპროტესტო მსვლელობასაც გეგმავს, რომელიც რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით 10 ივნისს 19:00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, ჯგუფის Birja Mafia წევრს მიხიელ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ბადრი შონიამ აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. შესაბამისად, სასამართლომ პატიმრობის შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა Birja Mafia-ს წევრები დღეს დააკავეს.

დაკავების მიზეზად უწყებაში ჯგუფის წევრებისგან ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ამოღებას ასახელებენ.

სამინისტროს განცხადებით, მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA მოიღეს, ხოლო კიდევ ერთი პირის პირადი ჩხრეკისას იგივე ნივთიერება, რომლის ოდენობაც 2,3342 გრამია.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მეუღლე Birja Mafia-ს წევრების დაკავების მიზეზად მათ ახალ კლიპს „Tsl Shavi Zeda“ ასახელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics