|
2017-06-09 19:39:07, 1736 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში თანამედროვე სტანდარტები დაინერგება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს“ (REAP) შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოყალიბებულ კოოპერატივებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვის ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მარკეტინგული მასალების მომზადება და ბრენდირება. შეთანხმება ითვალისწინებს კოოპერატივებისათვის ინდივიდუალური ან ჯგუფური ტრენინგების ჩატარებას ახალი ტექნოლოგიების, ფინანსური აღრიცხვისა და მენეჯმენტის მიმართულებით. მემორანდუმს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და USAID/REAPპროგრამის დირექტორმა ლუიზა ნამიჩეიშვილმა მოაწერეს ხელი. დღეისათვისსაქართველოშისხვადასხვადარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)