|
2017-06-08 20:07:44, 1859 ნახვა
საზოგადოება
ნიუ იორკში დაკავებულ ქართველებს სულ მცირე 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ნიუ იორკში დაკავებულ რაჟდენ შულაიას დაჯგუფების წევრებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ასევე, ნიკოლოზ ჯიქიასა და ბაკაი მარატ-უულუს შეკვეთილი მკვლელობის, ძალადობრივი დანაშაულის მიზნით იარაღის ტარებისა და დამნაშავეთათვის იარაღის მიყიდვის მუხლებით აქვთ ბრალი წარდგენილი, რაც სასჯელის სახით სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ ყანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე „რიკოს“ (კანონი რეკეტის გზით მოპოვებული კაპიტალის ინვესტირების შესახებ) შეთქმულებაში არიან ბრალდებული. სასჯელი, 20-წლიანი პატიმრობას, 3 წლის ვადით ზედამხედველობით გათავისუფლებას ან ჯარიმას 250 000 დოლარის ოდენობით, ითვალისწინებს. რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კ(ყ)ანადაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი და გიორგი ლომიშვილი შეთქმულებაში არიან ბრალდებული, რაც მოპარული საქონლის ტრანსპორტირებასა და გაყიდვას უკავშირდება და სასჯელის სახით 5 წლიან პატიმრობას, 3 წლის ვადით ზედამხედველობით გათავისუფლებასა და , 250 000 დოლარის ოდენობით ან ფინანსური სარგებლის ორმაგი ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე და ავთანდილ ყანადაშვილი შეთქმულებაში კონტრაბანდული სიგარეტის ტრანსპორტირებისა და გაყიდვის საქმეში არიან ბრალდებული, რაც ასევე, 5 წლიანი პატიმრობას, 3 წლის ვადით ზედამხედველობით გათავისუფლებას ან ჯარიმას 250 000 დოლარის ოდენობით ან ფინანსური სარგებლის ორმაგი ოდენობით გულისხმობს. შეთქმულებაში პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაყალბების საქმეში ბრალდებულნი არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე. ეს ბრალდება, სასჯელის სახით, 15-წლიან პატიმრობას, 3 წლის ვადით ზედამხედველობით გათავისუფლებას ან ჯარიმას 250 000 დოლარის ოდენობით ან ფინანსური სარგებლის ორმაგი ოდენობით გულისხმობს. შეთქმულებაში თაღლითობის საქმეში რაჟდენ შულაია, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე არიან ბრალდებული. მათ 20-წლიანი პატიმრობა, 3 წლის ვადით ზედამხედველობით გათავისუფლებაან ჯარიმის გადახდა 250 000 დოლარის ოდენობით ან ფინანსური სარგებლის ორმაგი ოდენობით მოუწევს; შეთქმულება ნარკოტიკების საქმეში ბრალდებულია გიორგი ლომიშვილი, რომელსაც 40-წლიანი პატიმრობა, 5-წლიანი სავალდებულო პატიმრობა, სავალდებულო 4 წლის ვადით ზედამხედველობით გათავისუფლება ან 5 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ან ოდენობით ან ფინანსური სარგებლის ორმაგი ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრება; ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიზნით ნიკოლოზ ჯიქია და ბაკაი მარატ-უულუ არიან ბრალდებული. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)