|
2017-06-08 19:32:58, 1945 ნახვა
საზოგადოება
ავთანდილ ხურციძის დაკავების გამო, ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სანდერსთან ორთაბრძოლა გადაიდო
ავთანდილ ხურციძისა და ბრიტანელი მოკრივე ბილი ჯო სანდერსის ორთაბრძოლა გადაიდო, - ამის შესახებ მსოფლიო საშუალო წონის ჩემპიონატის WBO-ს ბრიტანელმა პრომოუტერმა ფრენკ უორენმა განაცხადა. როგორც უორენმა აღნიშნა, ორგანიზატორები ამ ეტაპზე გეგმავენ, ბრძოლა სხვა თარიღისთის გადაიტანონ. ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გამოსავლენი ბრძოლა 8 ივლისს ლონდონში Copper Box Arena-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა ორგანიზატორების ინფორმაციით, ხურციძე ნიუ-იორკში ე.წ. რიკოს საქმეზე დააკავეს და მას პასუხისგება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველებს შორის, რომლებიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, შესაძლოა ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დაკავებულთა სია გამოაქვეყნა. სიის თანახმად, დაკავებულებს შორის არიან ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი, თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, საუბარია თუ არა ქართველ სპორტსმენებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)