|
2017-06-08 15:54:46, 1776 ნახვა
საზოგადოება
არქივების საერთაშორისო დღეს საქართველოს ეროვნული არქივი ახალი პროექტით ხვდება
არქივების საერთაშორისო დღეს - 9 ივნისს - საქართველოს ეროვნული არქივი ახალი პროექტით - „არქივის ღია კარით" ხვდება. 8 და 9 ივნისს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც წინასწარ გაივლის რეგისტრაციას დოკუმენტების საცავების დათვალიერება და იქ დაცული დოკუმენტების ნახვა შეუძლია. ასეთი ტიპის პროექტი ეროვნულ არქივში პირველად ტარდება. ეროვნული არქივის საცავებში დაშვება მხოლოდ არქივის მცველებს აქვთ. რაც შეეხება მკვლევარებს, არქივში დაცული მასალების დედნებისა და ელექტრონული ასლების გაცნობა ცენტრალური და რეგიონული არქივების მკვლევართა დარბაზებში შეუძლიათ. „არქივის ღია კარისათვის" მომზადებულია სპეციალური ტური, რომელიც მოიცავს წერილობითი დოკუმენტების, ფონოდოკუმენტებისა და ფოტოების საარქივო საცავების, აუდიოსტუდიის, დიგიტალიზაციისა და ლაბორატორიის ოთახების, პავილიონის დათვალიერებას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)