|
2017-06-08 14:44:41, 1560 ნახვა
საზოგადოება
ავთანდილ ხურციძის მეგობარი: არის ვერსიაც, რომ ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას იყვნენ ოპერაციის დროს და მასაში მოყვნენ
სპორტსმენ ავთანდილ ხურჩიძის მეგობრის იოსებ კობერიძის განცხადებით, არის ვერსია, რომ სპორტსმენები ოპერაციის დროს მასაში მოყვნენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა. როგორც კობერიძემ აღნიშნა, ის კარგად იცნობს ავთანდილ ხურციძეს და მისთვის წარმოუდგენელია ხურციძის კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან. „გუშინ ავთანდილი საქართველოში იმყოფებოდა და ამერიკიშ შეერთებულ შტატებში გაფრინდა. იმედი მაქვს, რომ უბრალოდ დამთხვევაა სახელისა და გვარის. ვვარაუდობთ, რომ ჩვენი დროით, ამ დილას ჩაფრინდებოდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უბრალოდ ემთხვევა სახელი და გვარი და მეტი არაფერი. ლევან მაყაშვილის შესახებ ნამდვილად ვერ მოგახსენებთ დანამდვილებით ის არის თუ მისი სახელიც ემთხვევა. ერთი შემიძლია გითხრათ, ავთოს პირადად ვიცნობ და ჩემთვის წარმოუდგენელია მისი კავშირი რაღაც კრიმინალურ სამყაროსთან. არის ვერსიაც, რომ ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაშიც მოყვნენ. არაფერია გამორიცხული, იმედი ვიქონიოთ, რომ დღის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა სასიკეთოდ”, - განაცხადა იოსებ კობერიძემ. ცნობისთვის, ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველებს შორის, რომლებიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, შესაძლოა ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დაკავებულთა სია გამოაქვეყნა. სიის თანახმად, დაკავებულებს შორის არიან ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი, თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, საუბარია თუ არა ქართველ სპორტსმენებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)