|
2017-06-08 14:03:39, 1601 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დარგის სპეციალობების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. უწყების ცნობით, სწავლებების დროს, სტუდენტები მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების, ასევე სურსათის კვლევის მიმართულებით ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავ ინფორმაციას იღებენ. პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული მეცადინეობები როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის ტარდება. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქტივობები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)