|
2017-06-07 19:16:39, 1935 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეთა დაკავებების რიცხვი გაიზარდა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეთა დაკავებების რიცხვი გაიზარდა. შესაბამისი განცხადება მისიამ ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რიგით 78-ე შეხვედრის მთავარი თემები უსაფრთხოების სიტუაცია, ცხელი ხაზის მუშაობა და დაკავებების საქმეები იყო. „მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დაკავებების რიცხვი წინა შეხვედრის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა გასული თვის მონაცემებთან შედარებით“,- ნათქვამია განცხადებაში. განცხადების თანახმად, დაკავების ფაქტების შემცირება მხოლოდ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ჩანს. სადამკვირვებლო მისიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გიუნაშვილის საქმე განიხილეს, ე.წ. ბორდერიზაციის გავლენა გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, სადაც ელჩი იანკაუსკასი ხაზს უსვამს ჰუმანიტარული მიდგომების მნიშვნელობას. ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა ერგნეთში 11 ივლისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ მიმდინარე თვეში საოკუპაციო ხაზთან 5 ადამიანი გაიტაცეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)