|
2017-06-07 17:44:52, 1987 ნახვა
საზოგადოება
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი IMSO-ს საკონსულტაციო საბჭოს ვიცე თავმჯდომარედ აირჩიეს
ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო მობილური სატელიტური ორგანიზაციის რიგით 39-ე საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც 103 წევრი სახელმწიფო და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნული სხდომის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეული იქნა ვანუატუს წარმომადგენელი ლაურენტ პარენტე და ვიცე-თამჯდომარედ საქართველოს წარმომადგენელი კაპიტანი მამუკა ახალაძე. საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურა წამოყენებული იქნა კვიპროსის დელეგაციის მიერ და მხარდაჭერილი მექსიკის, მალაიზიის, საფრანგეთის, ბანგლადეშის, ანტიგუას და ბარბადოსის, ირანის და ნიგერიის დელეგაციების მიერ. „საქართველოს წარმომადგენლის არჩევა ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარედ მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს საზღვაო სფეროსთვის და ზოგადად ქვეყნის იმიჯისთვის. ეს მოვლენა ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო საზღვაო ასპარეზზე“, - აცხადებენ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში“. ცნობისთვის, IMSO არის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ დაარსებული ორგანიზაცია, რომელშიც დღეისათვის გაწევრიანებულია 103 ქვეყანა, მათ შორის 2015 წლის 12 იანვრიდან საქართველო და არეგულირებს გლობალური საზღვაო უბედურების და უსაფრთხოების სისტემას (GMDSS) და ასევე გემების გლობალურ იდენტიფიცირებას და კონტროლს (LRIT).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)