|
2017-06-07 13:38:29, 1600 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დანერგვას გეგმავს
თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შექმნას გეგმავს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი თანამედროვე სისტემა მგზავრის კომფორტზე იქნება გათვლილი და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ასევე ვადიანი სამგზავრო აბონენტები რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ. „სისტემის დანერგვის შემდეგ შესაძლებელი იქნება ავტობუსში გადახდისთვის მომხმარებელმა გამოიყენოს ქართული ბანკების მიერ გამოშვებული საბანკო ბარათები, სატრანსპორტო ბარათი, ასევე ვირტუალური გადახდის საშუალებები, როგორიცაა მობილური ტელეფონი ან სურვილისამებრ შეიძინონ სატრანსპორტო ბარათები. ქართული ბანკების მიერ გამოშვებული ბარათებით გადახდისას მომხმარებელი დამატებით არ გადაიხდის საბანკო მომსახურების საკომისიოს. ამავე პროექტის ფარგლებში გამოიცვლება ავტობუსებში არსებული მოძველებული ვალიდატორები - გადახდის აპარატები, რომლებიც ახალი, თანამედროვე აპარატურით ჩანაცვლდება. ამასთან, მგზავრობის არსებული ტარიფი უცვლელი დარჩება. გარდა ამისა, ტურისტებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის ღირებულება როგორც საქართველოში გამოშვებული სატრანსპორტო ბარათებით, ასევე უცხოური საბანკო ბარათებით გადაიხადონ. ახალი სისტემა მოიცავს დისპეჩერიზაციის ავტომატურ სისტემასაც, რომელის საშუალებითაც მეტი სიზუსტით იქნება შესაძლებელი ავტობუსის განრიგის და მოსვლის დროის კონტროლი. დაიხვეწება საინფორმაციო ვებ გვერდი და მობილური აპლიკაცია. რეფორმის გეგმარების პროცესში თბილისის მერიამ შეხვედრები გამართა და განიხილა ისეთი მოწინავე კომპანიების შეთავაზებები სისტემის და აღჭურვილობის ტექნიკურ მოთხოვნებზე როგორიცაა: Gemicle - უკრაინა, KentKart-თურქეთი, RG - პოლონეთი, Ridango -ესტონეთი, Trapeze - შვეიცარია, Xerox - აშშ, Azry - საქართველო. ასევე საკონკურსო დავალების ტექნიკური მოთხოვნები განხილული იქნა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის იყვნენ საქართველოს საბანკო ასოციაცია, VIZA საგადამხდელო სისტემა, EBRD და ADB ექსპერტები. სისტემის მოდერნიზაციაზე კონკურსის გამოცხადება უახლოეს დღეებში იგეგმება, ხოლო ახალი სისტემის შექმნასა და დანერგვაზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება და ერთი წლის თავზე სრულად ამოქმედდება“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში. ამ დროისათვის არსებული გადახდის სისტემა 2007 წელს დაინერგა და მის ოპერირებას საქართველოს ბანკი ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)