|
2017-06-07 01:35:39, 1612 ნახვა
საზოგადოება
„სტარტაპ საქართველომ“ ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემის პრეზენტაცია გამართა
„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის „ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემის“ პრეზენტაცია და მისი ტექნიკური გამოცდა „საქართველოს ვაგონმშენებელი კომპანიის“ ტერიტორიაზე გაიმართა. პარკირების ელევატორული სისტემა წარმოადგენს ლითონის კოსტრუქციას, რომელიც მომხმარებელს ერთი ავტომობილის ადგილზე 4, 6, 8 და 10 ავტომობილის პარკირების შესაძლებლობას აძლევს. კონსტრუქცია „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში გამარჯვებულმა შპს „რევერსმა“ „საქართველოს ვაგონმშენებელი კომპანიის“ ბაზაზე მისი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით და ასევე „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსებით ააგო. პარკინგის სისტემა კარგად აპრობირებულია უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში და ის ავტოსადგომების განტვირთვის საუკეთესო შესაძლებლობაა. კონსტრუქციის შეძენა და შესაბამის ადგილზე განთავსება შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ასევე კერძო პირებს. „ვაგონშემკეთებელ კომპანიაში“ გეგმავენ,რომ უახლოეს მომავალში პარკინგის სისტემის ტევადობა 20 ავტომობილამდე გაზარდონ. “ვაგონშემკეთებელი კომპანიის“ მიერ დამზადებული და „სტარტაპ საქართველოს“ დაფინანსებული ვერტიკალური პარკინგის სისტემა კარგი საშუალებაა რეკლამის განთავსებისთვის. პირველი პროექტის პრეზენტაციას ”საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, თბილისის ვიცე მერი ლაშა აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე , პროექტის ავტორები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. „ვერტიკალური პარკირების“ პროექტი „სტარტაპ საქართველომ“ გამარჯვებულთა შორის სექტემბერში გამოავლინა. დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" მთავრობის ინიციატივით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)