|
2017-06-06 18:33:16, 1610 ნახვა
საზოგადოება
საჯარო სკოლების მოსწავლეებმა „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების წერილები მიიღეს
პროექტი „წერილი ჯარიკაცს“ გრძელდება. იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას ესტუმრნენ და უმცროსკლასელებს ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების წერილები გადასცეს. მოსწავლეებთან შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სამხედრო მოსამსახურეებიც ესწრებოდნენ. პროექტი „წერილები ჯარისკაცებს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან ერთად ხორციელდება. პროგრამის აქტივობების შესაბამისად, მოსწავლეები საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს წერილებს უგზავნიან და მათგან საპასუხო ბარათებს იღებენ. სკოლების ინფორმირებას პროგრამის შესახებ, მოსწავლეთა ჩართულობასა და წერილების შეგროვებას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი და განათლების სამინისტრო ხელმძღვანელობენ, თავდაცვის სამინისტრო კი მათ ავღანეთში აგზავნის, საიდანაც სამხედროების მოწერილი საპასუხო ბარათები ჩამოაქვს. დანაშაულის პრევენციის ცენტრმა წელს განსაკუთრებით ბევრი − 2000-ზე მეტი წერილი შეაგროვა. პროგრამაში 16 ქალაქის 45 სკოლა ჩაერთო. მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბარათებთან ერთად ჯარისკაცებს საჩუქრებიც გაუგზავნეს და მათ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. წერილები საქართველოდან „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ მიიღეს. საპასუხო ბარათებში ქართველი სამხედროები პატარა მეგობრებს თბილი სიტყვებისა და კეთილი სურვილებისათვის მადლობას უხდიან. ავღანეთში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ვიდეოხიდიც გაიმართა. მისიის დასრულების შემდეგ სამხედროები იმ სკოლებს ესტუმრებიან, საიდანაც წერილები მიიღეს და მათ ავტორებს პირადად გაიცნობენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)