|
2017-06-06 13:49:33, 1797 ნახვა
საზოგადოება
ბუნებრივი აირის ახალი ტარიფები სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე დადგინდება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გოჩა შონიას განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალი ტარიფები ივნისის ბოლომდე დადგინდება. როგორც შონიამ აღნიშნა, კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის 95% უკვე შესწავლილია. „ბუნებრივი გაზის კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადების და თანდართული დოკუმეტაციის 95% უკვე შესწავლილია. ჩვენ ბოლო ვადა 20 ივლისამდე გვაქვს, თუმცა, შესაძლებელია ამ თვის ბოლომდე მოხდეს კომისიის მოწვევა და ამ საკითხების განხილვა“, - განაცხადა გოჩა შონიამ. შონიას ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში სატარიფო განაცხადი ოთხ კომპანიას აქვს შეტანილი. „კომისიაში სატარიფო განაცხადი შემოტანილი აქვს ოთხ კომპანიას: ერთია “გაზის ტრანსპორტირების კომპანია” , ასევე “სოკარ ჯორჯია გაზი“, “საქგორგაზი” და “ყაზტრანსგაზი”. მიზეზი რატომაც მოხდა მათი მხრიდან სატარიფო განაცხადების შემოტანა ისაა, რომ სემეკ-მა ბუნებრივი გაზის სექტორის ახალი მეთოდოლოგიით რეგულირება დაიწყო. მეთოდოლოგია ტარიფების ყოველწლიურ გაადაანგარიშებას ითვალისწინებს. ამ სექტორში ტაფირები უკვე 10 წელია რაც არ დათვლილა, შესაბამისად, ამ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც დღეს არის ბუნებრივი გაზის სექტორში, კომისია იწყებს ტარიფების გადაანგარიშებას”, - განაცხადა გოჩა შონიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)