|
2017-06-06 13:16:36, 1689 ნახვა
საზოგადოება
სამგორში წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრატიონთან ერთად, კაიროს დასახლებაში მიმდინარე წყალარინების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს. დაგეგმილია 9 კილომეტრზე, ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, რომლითაც 600-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. საპროექტო ქსელზე რკინა-ბეტონის 308 ჭა გაკეთდება. „აღნიშნულ დასახლებას არასდროს ჰქონია მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელი. ათეულობით წლების განმავლობაში აწუხებდათ ეს პრობლემა. ჩვენ მათ დავპირდით ამის მოგვარებას და დავიწყეთ რეალურად პროექტის განხორციელება. ბიუჯეტიდან საკმაოდ მოცულობითი რესურსი იხარჯება იმისათვის, რომ აღნიშნულ უბანს ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაუწყდეს და შესაბამისად, მოსახლეობა იცხოვრებს უფრო მოწესრიგებულ და კომფორტულ გარემოში“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 3 333 333 ლარია გამოყოფილი. წყალარინების მოწყობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამგორის რაიონის მასშტაბურ განახლებას თბილისის მერიას კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გადასცა. წყალარინების მოწყობის პროექტს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია შპს „ენსისი“ ახორციელებს. პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)