|
2017-06-05 21:12:35, 1674 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია მიხეილ მესხის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია მიხეილ მესხის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დემიკო ლოლაძის მიერ გამოცემული წიგნის წარდგენას დაესწრო. წიგნში გადმოცემულია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, სპორტის დამსახურებული ოსტატისა და ევროპის თასის მფლობელის, მიხეილ მესხის ცხოვრება და ბიოგრაფია, ასევე დემიკო ლოლაძის მიერ სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტომასალა. წიგნის წარდგენისას სპორტსმენებმა და ცნობილმა ადამიანებმა ლეგენდარული ფეხბურთელი გაიხსენეს. წიგნის წარდგენა თბილისის საკრებულოში გაიმართა და მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები, სპორტსმენები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი მიხეილ მიხეილ მესხი 1937 წლის 12 იანვარს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის №35 საფეხბურთო სკოლა. თბილისის „დინამოს“ რიგებში პირველი შეხვედრა 17 წლის ასაკში ჩაატარა და ამ კლუბის ღირსებას 15 წელი იცავდა. 356 ჩატარებული მატჩიდან 76-ჯერ აიღო მეტოქის კარი. თამაშობდა, როგორც თავდამსხმელის, ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე, იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. არის 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1960 წლის ევროპის ერთა თასის გათამაშების მონაწილე. 1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს. ლეგენდარული ფეხბურთელი 1991 წლის 22 აპრილს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)