|
2017-06-05 10:50:41, 1834 ნახვა
საზოგადოება
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილმა მეფრინველეობის ახალმა ფერმამ ფუნქციონირება დაიწყო
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ი/მ გიორგი ხაზარაძის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა შეიქმნა და 2017 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო. ფერმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ი/მ გიორგი ხაზარაძის მეფრინველეობის ფერმა თვეში 18 ტონა ფრთა მეხორცულ ქათამს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება; საწარმოში ამჟამად 10 ადამიანია დასაქმებული. ი/მ გიორგი ხაზარაძე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოს შექმნისათვის გამოყენებული შეღავათიანი აგროკრედიტის მოცულობა 100 323 აშშ დოლარს შეადგენს. 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო, ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)