|
2017-06-05 10:28:00, 1735 ნახვა
საზოგადოება
„ახალგაზრდა ადვოკატები“ დღეს სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე სამართლებრივ კვლევას წარმოადგენს
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები“ მიკროსაფინასო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე დღეს კვლევის პრეზენტაციას გამართავს. თუ რატომ ფერხდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ და მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები კომპანიის მიმართ ჩადენილ დანაშაულში დასახელებულ პირებს- ამის შესახებ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები“ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრებს. მოცემული საქმე საყურადღებო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მოქმედებების დამოუკიდებელი ანალიზით, რაც ტოვებს საქმეზე შერჩევითი სამართალწარმოების განხორციელების დასაბუთებას და მიუთითებს ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებებზე, როდესაც არ ხდება კომპანიის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სწრაფი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება. საქმეში ფიგურირებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთა კერძო ინტერესებიც, რაც პირდაპირ აფერხებს მიუკერძოებელი და გავლენისგან თავისუფალი გამოძიების ჩატარებას. შესაბამისად, ორგანიზაციამ შეისწავლა საქმე და მას საჯაროდ ხდის ფართო საზოგადოებისთვის. ორგანიზაციამ სიღრმისეულად შეისწავლა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, დასკვნასთან ერთად, მოამზადა სარეკომენდაციო წინადადებები საქართველოს მთავრობის, მთავარი პროკურატურისა და სახალხო დამცველის მიმართ. მონიტორინგში დეტალურადაა წარმოდგენილი საქმეზე საერთო სასამართლოების მიერ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, მათი ანალიზი. კვლევის პრეზენტაციას დაესწრებიან საჯარო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამართლისა და ეკონომიკის ექსპერტები, ბეჭდური და ელექტრონული მედია. პრეზენტაციას დაესწრებიან ს.ს. "ლაზიკა კაპიტალის“ წარმომადგენლებიც. ცნობისთვის: ორგანიზაციამ სს "ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მონიტორინგი 2017 წლის აპრილში დაიწყო. მომზადებული სამართლებრივი დასკვნა ხელმისაწვდომი იქნება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. ასევე, ორგანიზაცია დოკუმენტს მიაწვდის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მხარეს. კვლევის პრეზენტაცია 13:00 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)