|
2017-06-02 17:37:52, 1832 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში თემაზე „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“ დისკუსია გაიმართა
1 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აჭარის ოფისისა და „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის” ორგანიზებით, ანბანის კოშკში, გაიმართა დისკუსია თემაზე „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში - დღეს არსებული რეალობა და გამოწვევები“. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობების, აჭარის მთავრობის, რესურს-ცენტრების, სოციალური მომსახურების სააგენტოს და რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მინისტრის მოადგილეებთან ერთად. დისკუსიის პარალელურად ანბანის კოშკში გაიმართა „ინკლუზიური სწავლების ცენტრის“ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ეს დღე მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)