|
2017-06-02 14:36:33, 1026 ნახვა
სხვადასხვა
„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ ტრენინგებს იწყებს
ააიპ "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი" 3 ივნისს 11:00 საათზე იწყებს ტრენინგების ციკლს პოლიტიკური პარტიებისთვის-"ძლიერი პოლიტიკური პარტიები დედაქალაქის განვითარებისათვის". ტრენინგები ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ პარტიების მომზადებას საარჩევნო პროცედურებისთვის. პროექტის ფარგლებში, თბილისის ხუთ საარჩევნო ოლქში (ისანი, სამგორი, დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი) პოლიტიკური პარტიების ადამიანური რესურსების განვითარების, პარტიების წარმომადგენელთა და პოტენციურ კომისიის წევრთა საარჩევნო კვალიფიკაციის ამაღლების, უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების, თანამშრომლურ და მრავალპარტიულ გარემოში ერთობლივი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდება ტრენინგები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები, საარჩევნო სისტემები, არჩევნებში ჩართული მხარეები, მათი უფლებამოსილება და საარჩევნო ეთიკა, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი და ანგარიშვალდებულება, კონფლიქტების მართვა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტები, წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები, საარჩევნო გარემოს ინკლუზიურობა, გენდერული თანასწორობა და სხვა აქტუალური საკითხები. ტრენინგები, სწავლების საერთაშორისოდ აპრობირებული თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდოლოგიის გამოყენებით, წარიმართება მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ტრენერ-ექსპერტების მიერ, რომელთაც აქვთ საარჩევნო საკითხებზე ტრენინგების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება. პროექტის შედეგად მოხდება პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვანია 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის კონკურენტუნარიანი და თანაბარი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად. მის: ქ. თბილისი გოგოლაურის ქ #16 GSG სასტუმრო http://gsghotel.com/about-us/contacts/ საკონტაქტო პირი: მერი კაპანაძე 599651017 მაგდა კოტრიკაძე 599 070907
(NS)
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)