|
2017-06-02 09:18:17, 1780 ნახვა
საზოგადოება
ედიშერ ქარჩავა დღეს საპატრიარქოს განცხადებას უპასუხებს
საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა საქართველოს საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს დღეს 11:00 საათზე, საპატრიარქოს შენობასთან გააკეთებს. როგორც ქარჩავამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ნინოობას ისვენებს და კომენტარს არ იძლევა: „ხვალ, 11 საათზე, გავაკეთებ განცხადებას საპატრიარქოსთან. გილოცავთ ნინოობას, დღეს არ ვიძლევი კომენტარს, ნინოობააა ჩვენთვის, ვისვენებთ“,-აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ. ცნობისთვის, საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული. „მის მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია. ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული. მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)