|
2017-06-01 17:32:00, 1625 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ და ლიტვის შს მინისტრმა „112-ის გმირები“ დააჯილდოვეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტში პროექტის - „112-ის გმირი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 4 მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიენიჭა, 16-ს კი მადლობის სიგელი გადაეცა. „112“-ის პროექტის რჩეული ბავშვები საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეიმუტის მისიუნასიმ, საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ და „112“-ის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა დააჯილდოვეს. ამ ბავშვებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში გონიერება გამოიჩინეს და სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს. „112-ის გმირის“ წოდება მიენიჭათ: ლუკა ცხვედაძეს (თბილისი), გიორგი ასკილაშვილს (რუსთავი), გიორგი გოზალიშვილს (გორი) და მარიამ ჩხაიძეს (თბილისი). 9 წლის ლუკა ცხვედაძემ „112“-ში უმცროსი ძმის - 2 წლის გაბრიელის დასახმარებლად დარეკა. სანამ უფროსები საკუთარი ძალებით შეუძლოდ გამხდარი გაბრიელის დახმარებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ლუკამ მიიღო. ბიჭი არ დაიბნა, 112-ზე დარეკა, ოპერატორს სწრაფად მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. დღეს, ლუკას დამსახურებით, პატარა გაბრიელი თავს კარგად გრძნობს. 9 წლის გიორგი ასკილაშვილმაც 112-ზე ძმის დასახმარებლად დარეკა. მისმა უმცროსმა ძმამ თამაშის დროს თავის ტრავმა მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. გიორგიმ მაშინვე 112-ზე დარეკა, ოპერატორთან ყველა წესის დაცვით ითანამშრომლა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. 13 წლის გიორგი გოზალიშვილმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა. მან გორში, ქუჩაში დაკარგულ მოხუც ქალბატონს დახმარება აღმოუჩინა. გიორგიმ „112“-ში დარეკა და ოპერატორს დაკარგული ქალბატონის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ბიჭმა უცნობი ქალბატონი პოლიციის ეკიპაჟის მისვლამდე არ მიატოვა. 11 წლის მარიამი სახლში მარტო იყო, როცა მაღალი სიცხის გამო ცუდად გახდა. მან ამის თაობაზე მშობლებს შეატყობინა, პარალელურად კი, სანამ ისინი შინ დაბრუნდებოდნენ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და 112-ზეც დარეკა. გოგონამ ოპერატორს თავისი მდგომარეობისა და სიმპტომების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაელოდა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, მოზარდებმა „112“-ის მომავლის ოპერატორებთან“ ერთად შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირადად შეხვდნენ იმ ოპერატორებს, რომლებიც მათ ყველაზე მძიმე წუთებში დაეხმარნენ. პროექტი „112-ის გმირი“ 2016 წლიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველი წლის 1 ივნისს ჯილდოვდება ყველა ის მოზარდი, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)