|
2017-06-01 16:48:40, 1814 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა
თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები მოეწყო. ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ესწრებოდნენ. საბავშვო ღონისძიებების ფარგლებში დღეს ვაკის პარკში ბავშვებს სხვადასხვა გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. მთელი დღის განმავლობაში მხიარული აქტივობების პარალელურად კონცერტი გაიმართა. „თბილისის მერიის ახალგაზრდული სამსახური, მერიის გამგეობები ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა ღონისძიებებს ბავშვებისთვის. ტარდება უამრავი აქტივობა, რომელიც ბავშვებს აძლევთ საშუალებას, შეიქმნან საუკეთესო განწყობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ბავშვს მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გავიღოთ იმისთვის, რომ შევუქმნათ მომავალ თაობას საუკეთესო განწყობა და პირობები. დღევანდელი დღე სწორედ ამას ემსახურება და მერია აქტიურად არის ჩართული ამ ღონისძიებების ორგანიზებაში“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)