|
2017-06-01 11:39:10, 1637 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის ბრალდების მოხსნას დიდ იმედგაცრუებას უწოდებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის ბრალდების მოხსნის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ერთწლიანი ინტენსიური მუშაობისა და საგამოძიებო მასალების ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრებზე გადაცემის შემდეგ, მართლმსაჯულების აღუსრულებლობა დიდი იმედგაცრუება იყო.“ გიგა ოთხოზორიას საქმის გარდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადების მიხედვით, გალის შეხვედრაზე საუბარი ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებულთა ბოლოდროინდელ შემთხვევებს და ე.წ. ბორდერიზაციას შეეხო. მისიის განცხადებით თანახმად, ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე წვდომას უზღუდავს. განხილვის თემა ასევე მარტში, ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვა და ადგილობრივ მოსახლეობაზე მისი გავლენა იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია, ერთი წლის წინ, 19 მაისს სოფელ ხურჩაში ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა შეუწყვიტა, საქართველოში დაუსწრებლად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ბოლო განაჩენით 14 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებებით, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)