2017-05-31 11:51:00, 3086 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა (ვიდეო)
მთავრობის ადმინისტრაციასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
„ექსპრესნიუსის“ კორესპოდენტის ინფორმაციით, ადგილზე ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს ჟურნალისტის დაკავება და საქართველოდან აზერბაიჯანში გადაყვანა უკანონოდ მოხდა.
მათ მთავრობას მოუწოდეს, ქართული მხარის მიერ წესების დამრღვევი პირები დროულად გამოავლინონ და დასაჯონ.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიეთილენის პარკები მიიტანეს, რომლებიც სიმბოლურად თავზე ჰქონდათ ჩამოცმული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან