|
2017-05-25 20:52:04, 1654 ნახვა
საზოგადოება
ICAO-ს პრეზიდენტი: საქართველოს საავიაციო მომსახურების დონის მიმართულებით, სახეზეა ხარისხობრივი ცვლილებები
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს საავიაციო სფეროში უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ოლუმუივა ბენარდ ალიუმ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახეზეა ხარისხობრივი ცვლილებები, საავიაციო უსაფრთხოებისა და მომსახურების დონის მიმართულებით. ოლუმუივა ბენარდ ალიუ, რომელსაც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები საავიაციო სფეროს წარმომადგენლებთან, დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით პროგრესი გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრმა და ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოსა და ICAO-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში ოთხმა ახალმა აეროპორტმა დაიწყო ფუნქციონირება და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. საუბრისას, ასევე ხაზი გაესვა სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობას ტურიზმის კუთხითაც. შეხვედრას ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ბიუროს რეგიონული დირექტორი ლუიშ ფონსეკა დი ალმეიდა, ხოლო საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია და საქართველოს ელჩი კანადასა და მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)