|
2017-05-25 20:27:25, 1648 ნახვა
საზოგადოება
26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტენდებს თბილისში და მცხეთაში წარმოადგენს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტენდებს თბილისსა და მცხეთაში წარმოადგენს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - სხვადასხვა სახის თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინისა და ყველის ნაირსახეობა, ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, დეკას ჩაი, სუბლიმირებული ხილი, ხილის ჩირი, მოცვი, სხვადასხვა სახის კომპოტი და წვენი, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა, ზეთისხილი და სოკო. სამინისტროს სტენდის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ წარმოდგენილი პროდუქცია, ასევე გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები ორიგინალურ დეკორაციებთან, რომლებიც ქართული ხილითა და ბოსტნეულით იქნება გაფორმებული. 10:45 სთ-ზე - თბილისში, რუსთაველის გამზირზე (თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია) 14:00 სთ-ზე - მცხეთაში (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც წარმოდგენილ ყველა სტენდსა და დეკორაციაში აისახება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)