|
2017-05-25 18:27:14, 1479 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა სამ დღიანი სწავლება გაიარეს
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლებმა, ბიოუსაფრთხოების რისკის შეფასების შესახებ, სამდღიანი ინტენსიური სწავლება გაიარეს. მოწვეულმა ტრენერმა, ბიოუსაფრთხოების ოფიცერმა სტივ რორერმა როგორც თბილისის, ისე რეგიონული ლაბორატორიის თანამშრომლებისათვის ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დაცვის შესახებ მასტერკლასი ჩაატარა. შეხვედრაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და დამსწრე პირებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ბიოლოგიურ ანგეტებთან მუშაობის დროს, რისკის შეფასების შესახებ. ასევე, განიხილა ზოგადი ბიოუსაფრთხოების საკითხები და ბიოლოგიური ნარჩენების მართვის პროცედურები. აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიულ პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევით ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე. სწავლება რისკის მართვის შესახებ მოიცავს ინფორმაციას პოტენციურად საშიშ მასალებთან მუშაობისას, ბიორისკის შემცირებისა და პრევენციისთვის საჭირო ბიოუსაფრთხოების მეთოდების შესახებ. აგრეთვე, ბიოდაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მხრიდან წაყენებულ მოთხოვნათა შესახებ. მნიშვნელოვანია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიის როლი ეპიზოოტური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის” ფარგლებში, „ერთიანი ჯანმრთელობის „ პროგრამაში და არიან სრულ მზადყოფნაში ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს, დროულად ჩაერთონ ლაბორატორიულ კომპონენტში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)