19:05 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 16:32:54, 1624 ნახვა

საზოგადოება
შს სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს თელავში აღნიშნავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს თელავში გეპატიჟებათ.

ერეკლე მეორის გამზირზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოების“ ფარგლებში, შს სამინისტრო იმიტირებულ  ქალაქში გიმასპინძლებთ.

დამოუკიდებლობის დღეს, თელავში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი სიურპრიზი გელოდებათ:

შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის „კოსმოსური ხომალდი“,

მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული სათავგადასავლო თამაშები და პრიზები;

სასრიალო ბატუტი;

ველოსიპედის მართვის მოწმობის  აღების უნიკალური შანსი;

ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის პირველი ქართველი ჩემპიონი დათა ქაჯაია და შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილების გამოფენა;

საპატრულო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის ტექნიკა და აღჭურვილობა;

დაცვის პოლიციის „დაცული ქუჩა“ და სახლი N125;

ღია კინოთეატრში შსს-ს არქივის უნიკალურ, მოკლემეტრაჟიან ისტორიულ  ფილმებს ნახავთ.

ვირტუალურ ტირში კი რამდენიმე წუთით ნამდვილი პოლიციელის როლს მოირგებთ.

სპეციალურად მოწყობილ საბავშვო კუთხეში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე  ნახატების კონკურსი ჩატარდება, გამარჯვებულებს კი ჟიური დააჯილდოვებს.

ჩვენს ქალაქში მეგზურობას პოლი გაგიწევთ.

ქალაქის შესასვლელთან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთვნილი ძაღლები შეგხვდებიან, ხოლო ქალაქში, მთელი დღის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველები და  საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გიმასპინძლებენ.

მოდი უსაფრთხო ქალაქში - ეს ჩვენი ქალაქია!

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics