|
2017-05-25 15:41:15, 1743 ნახვა
საზოგადოება
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, წყნეთში მდებარე ბაღის შენობის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსულა ჩადო. „წყნეთის დასახლებისთვის ახალი ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, გაჩნდა მოთხოვნა და ჩვენ ამ მოთხოვნას ადეკვატურად ვუპასუხეთ. ძალიან ბევრი პატარაა უკვე აქ წარმოდგენილი, რომლებიც, როგორც კი დამთავრდება ბაღის მშენებლობა, ისარგებლებენ ამ ბაღით და კიდევ ერთი კარგი საქმე გაკეთდა წყნეთისთვის და ზოგადად, თბილისისთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მერიის ცნობით, ახალ სააღმზრდელო დაწესებულებაში 10 ჯგუფი გაიხსნება და ბაღი 400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს; დასაქმდება 65 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ამჟამად წყნეთში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რის გამოც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე მოთხოვნა ძალიან დიდია. თბილისში, ამ ეტაპზე, საერთო ჯამში 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ხუთი სექტემბერში გაიხსნება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყებს. სიმბოლური კაფსულის ჩადების ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდნენ. წყნეთში ახალი ბაღის მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 570 000 ლარი დაიხარჯება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)